პრეზიდენტი: საქართველოს ოკუპაციით არც ერთი რუსული პრობლემა არ წყდება, პირიქით

“იმედი მაქვს, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში გაჩნდება რაციონალური გააზრება იმ სირთულეებისა, რომელიც რუსულმა აგრესიულმა პოლიტიკამ რეგიონში წარმოქმნა” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ჩვენ მზად ვართ რუსეთთან შეხვედრის მომზადებისთვის, თუ იქნება პოლიტიკური ნება და გააზრება იმისა, რომ საქართველოს ოკუპაციით არც ერთი რუსული პრობლემა არ წყდება.

მისი თქმით, საქართველო უნდა წავიდეს მომზადებული შეხვედრაზე და შეხვედრა უბრალოდ შეხვედრისთვის, რომელსაც არ ექნება კონკრეტული დღის წესრიგი, არაფერ ღირებულს არ წარმოადგენს.

„ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრის მომზადებისთვის, თუ იქნება ამის პოლიტიკური ნება და ეს პოლიტიკური ნება მარტო საქართველოში ვერ წარმოიქმნება, ეს პოლიტიკური ნება უნდა წარმოიქმნას საქართველოშიც და რუსეთშიც. თუ იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან იმ რეალობის გააზრება, რომ საქართველოს ოკუპაციით არც ერთი რუსული პრობლემა არ წყდება, არამედ პირიქით, რუსეთს, როგორც დიდ მოთამაშეს ამით მხოლოდ ქულები აკლდება, თუ იქნება იმის გააზრება, რომ საქართველო რუსეთისთვის მტერი არ არის, არამედ საქართველო თავისი სუვერენიტეტის დაცვის პირობებში კეთილმეზობლობისკენაა განწყობილი, ბუნებრივია, ასეთ შეხვედრას ექნება აზრი. მე მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ელაპარაკო. შესაბამისად და ჩვენ რაღაც მომენტში მივალთ რაციონალური დიალოგის კონტექსტამდე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები