“ჩემი მიზანია, თავდაცვის სამინისტრომ მაქსიმალურად გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა”

“ჩემი მიზანია, რომ თავდაცვის სამინისტრომ მაქსიმალურად გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს: პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს, თავდაცვის სამინისტროში მინისტრების შეცვლის სიხშირე გააკრიტიკა.

მისი თქმით, 4 წელიწადში 4 მინისტრის შეცვლა არ არის იდეალური.

”4 წელიწადში 4 მინისტრი ასეთ მნიშვნელოვან სფეროში არ არის, ასე ვთქვათ, იდეალური სტატისტიკური მაჩვენებელი. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მე შევხვდი მას. გამიზიარა მისი გეგმები. ჩვენი დისკუსიის მთავარი თემა იყო ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია. გვქონდა ძალიან ინტენსიური და კონსტრუქციული საუბარი. ვისაუბრეთ როგორ ვხედავთ მომავალს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი და ახალი თავდაცვის მინისტრების დაპირისპირებას, პრეზიდენტის შეფასებით, ეს ჯარისთვის სასარგებლო არ არის.

”მე არამგონია, რომ უნდა ვაკეთებდე თინა ხიდაშელის კომენტარის შეფასებას. ჩემი მიზანია, თავდაცვის სამინისტრომ მაქსიმალურად გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ არმიას იმისთვის, რომ იყოს ბრძოლისუნარიანი და ეფექტური. მოემსახუროს ქართველი ჯარისკაცების ინტერესებს. იყოს მზად გამოწვევებისთვის. თვალი მოვკარი, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ახალ მინისტრს შორის გარკვეული დისკუსია მიმდინარეობდა. მე ვფიქრობ, ეს დისკუსია ამ ეტაპზე არ არის მთლად სასარგებლო ქართული ჯარისთვის. ახლა არჩევნებია და არმია და შეიარაღებული ძალები უნდა იყოს დეპოლიტიზირებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები