“მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალურად დავიცალოთ აგრესიისგან და სიყვარულმა გაგვაერთიანოს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არ შეიძლება საქართველოს რეგიონები მათემატიკურად იყოს დაჯამებული.
როგორც პრემიერმა “ქართული ოცნების” დეპუტატის წარდგენისას აღნიშნა, სვანეთს და ლენტეხს, შესაძლოა ჰყავდეს პროპორციულ სიაში საკუთარი წარმომადგენლები.
“მეგობრებო, ჩვენ რა თქმა უნდა, განზრახული გვაქვს, რომ სხვა რაიონის ინტერესები მაქსიმალურად  დავაკმაყოფილოთ პროპორციული სიის შემადგენლობაში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ საქართველოს რეგიონები არ შეიძლება ასე დაჯამებული იქნას ასე მათემატიკურად. ვფიქრობთ, სვანეთს, ასევე ლენტეხს, შესაძლოა ყავდეს პროპორციულ სიაში საკუთარი წარმომადგენლები. მთის რეგიონები მაქსიმალურად უნდა იქნას წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო, შვილებო, პატივცემულო უფროსი თაობის წარმომადგენლებო, მოგმართავთ დიდი მოწიწებით დიდი სიყვარულით, მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, გთხოვოთ გავერთიანდეთ, მაქსიმალურად დავიცალოთ აგრესიისგან და სიყვარულმა გაგვაერთიანოს მომავალი უკეთესი ცხოვრების სურვილმა, მომავალი ნათელი ხვალინდელი დღის მიღწევის ძლიერმა ძალამ გააერთიანოს. ჩვენი სამშობლო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერთიანობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი მომავლის საფუძველი. უნდა დავდგეთ ერთმუშტად შეკრული და ყველამ ერთსულოვნად უნდა უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი”, – განაცხადა პრემიერმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები