ირაკლი სესიაშვილი: ბევრ ბიზნესმენს მოუწია ბიზნესის ხარკის ჩატანა წინა ხელისუფლებისათვის

წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესმენებს აიძულებდნენ, რომ პარლამენტში კენჭი ეყარათ და შემდგომ მათი ინიციატივებისთვის მხარი უსიტყვოდ დაეჭირათ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
”წინა ხელისუფლების პოლიტიკური შეხედულებები ძალიან შორს არის იმ რეალობისგან, იმ დემოკრატიული მმართველობისგან, რასაც ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ. რეალობაა ის და კარგად გავიხსენოთ, რომ ზოგიერთი მათგანი, განსაკუთრებით ბიზნესმენები, არა საკუთარი ნებით იყვნენ ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, არამედ იძულებული იყვნენ პოლიტიკური მაფიოზების დავალებები შეესრულებინათ, რათა მათი რესურსი ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ბიზნესმენებს აიძულებდნენ, რომ პარლამენტში კენჭი ეყარათ და შემდგომ მათი ინიციატივებისთვის მხარი უსიტყვოდ დაეჭირათ. ბევრ მათგანს მოუწია ბიზნესის ხარკის ჩატანა წინა ხელისუფლებისათვის”, – განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს .
აქვე სესიაშვილი ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ დღეს ყველა ბიზნესმენი ”ქართული ოცნების” მმართველობის სტილის მხარდამჭერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები