მამუკა არეშიძე: არა მგონია სააკაშვილმა საარჩევნოდ საქართველოში დაბრუნება გაბედოს

პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშიძე PrimeTimeNews-ის პრესკლუბში მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილი თუ დაინახავს რომ მის სასარგებლოდ მიდის არჩევნებზე საქმე, მაგ შემთხვევაში დაბრუნდება, თუმცა ამის შანსი ნაკლებად არის.
„ბუნებრივია, არჩევნები ახლოვდება და ეს ვიდეო მიმართვაც სწორედ ამიტომ გავრცელდა. მისი ვიდეომიმართვა მესმის, როგორც „ნაცმოძროაბის“ ლიდერის, მაგრამ არანაირად არ მესმის, როგორც უკრაინის მოქალაქის. თვითონ ამბობს ხოლმე, რომ კანონი უზენაესია, თუმცა ამ შემთხვევაში თავადვე არღვევს კანონს. სააკაშვილი თუ დაინახავს, რომ არჩევნებზე საქმე მის სასარგებლოდ მიდის, ჩამოვა. თუმცა რაღაც არა მგონია, რომ ეს ასე მოხდეს და ეს სააკაშვილმაც კარგად იცის“, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები