“ევროპის წამყვან ქვეყნებში ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით, პრეცედენტები არ არსებობს”

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით, პრეცედენტები არ არსებობს.
“მინდა გამოვეხმაურო საკონსტიტუციო სასამართლოს, სამი მოსამართლის უკანასკნელ განცხადებას. უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ველოდებით ბატონ გიორგი პაპუაშვილისგან, პასუხს იმ კითხვებზე რა კითხვებიც დაისვა და რაზეც საზოგადოებას პასუხი აინტერესებს. მის მაგივრად პასუხი გასცა სამმა მოსამართლემ, მათ ბოლო განცხადებაში დააზუსტეს, რომ ადგილი ქონდა სარჩელების არა შეცვლას, არამედ ელექტრონული ვერსიის წინასწარ დარიგებას, რომ მოსამართლეები საწრაფად გაცნობოდნენ საქმეს, ამაზე ალბათ კომენტარიც ზედმეტია და დამეთანხმებით რომ ეს არის თავის მართლების ყველაზე ცუდი ვერსია.
ჩვენს მიერ მოძიებული იქნა პრეცედენტები ევროპის და დასავლეთის წამყვან ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტები, მსგავსი ნორმების და ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით პრაკტიკულად არ არსებობს. ყველაფერი ეს, უპასუხობა ამ კითხვებზე, ბადებს ძალიან საფუძვლიან ეჭვს ამ კონკრეტული საქმეების ლობირების. ეს მიგვიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ერთ დასკვნამდე რომ “ნაც. მოძრაობამ” დაკარგა კონტროლი სასამართლო სისტემაზე. კრახით დასრულდა მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითად ერქვა როგორც ჩანს საკონსტიტუციო გადატრიალება თუ რევოლუცია და ბოლოდროინდელი განცხადებები და პოზიციები მიანიშნებენ იმაზე, რომ ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და აქედან გამომდინარე, ყველაზე მწვავე და კრიტიკულ შეკითხვებს არ სცემენ პასუხს, რომელზეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებას აინტერესებს პასუხი და ეს კითხვები უპასუხოდ რჩება”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები