ცესკომ საიას საჩივარი მიხეილ სააკაშვილის ჩართვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

ცესკოს ბათუმის 79-ე ოლქმა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში სავარაუდო ჩართვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
79-ე ოლქის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში არ იმყოფება და მის მიერ საარჩევნო კოდექსით აკრძალული ქმედების განხორციელება ვერ გახდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი.
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) საია-ს საჩივრის არსებითად განხილვაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ „უსკო უფლებამოსილი არ არის იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე“.
ცნობილია, რომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” აღნიშნულ საკითხზე საჩივრით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მიმართა, რომლის დასკვნაც ჯერ არ გამოქვეყნებულა.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შეხვედრაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვას, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მხარდაჭერის თხოვნით მიმართა. საია-მ ფაქტი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები