ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი შენობა გადაეცა

ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი შენობა გადაეცა. ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა დავით ტორუამ, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ დაათვალიერეს.
აღნიშნულ შენობაში ექიმებისთვის, ექთნებისა და მძღოლებისთვის მოსასვენებელი და სამუშაო ოთახები გამოიყო. აქვეა გათვალისწინებული მედიკამენტების შესანახი სასაწყობე სივრცეც. ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 55 თანამშრომელი ამ დრომდე ერთ-ერთი კერძო კლინიკის სამ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, უვადო უზურფრუქტით ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი შენობა გადასცა. აქ ყველანაირი პირობა არსებობს იმისა, რომ ექიმებმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ პაციენტებს. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრის ხელმძღვანელობასა და ქალაქის მერს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის,“ – აღნიშნა გია სალუქვაძემ.
yy
lllll
lll

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები