დიმიტრი ხუნდაძე: ქორწინებასთან დაკავშირებული თემა არაკეთილმოსურნე პარტიების მიერაა აგორებული

მცხეთის მაჟორიტარი კანდიდატი “ქართული ოცნებიდან,“ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხს ხელოვნურად აგორებულ თემად მიიჩნევს.
როგორც ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულმა თემამ საზოგადოების შიში გამოიწვია, რომ თითქოს, ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დაკანონდეს.
სწორედ ამიტომ, როგორც ხუნდაძე განმარტავს, ქორწინების თემაზე რეფერენდუმის ჩატარება, საზოგადოებაში გაჩენილი შიშის პრევნეცია იქნება.
“ქორწინებასთან დაკავშირებული თემა ”ქართული ოცნების” მიერ აგორებული არ არის. თემა აგორებულია არაკეთილისმოსურნე პარტიების თუ სხვა ჯგუფების მხრიდან, როცა ისინი ძალიან ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ თითქოს ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებები ირღვევა. სწორედ ამის გამო გაჩნდა საზოგადოებაში შიში იმისა, რომ ვინმე როდესმე ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს. რადგან შიშის ფაქტორი მუშაობს, ამიტომ ხელისუფლებამ შიშის პრევენცია უნდა მოახდინოს.
სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება, მცდელობა იმისა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეგვეტანა და დაგვეფიქსირებინა, რომ საზოგადოებაში ამის შიში არ უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები