გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო კამპანია რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებით გრძელდება. როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, 9 აგვისტოს, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატს წარუდგენს.
პარტიის კანდიდატების დასახელება 20:00 საათზე, ამბროლაურში გაიმართება.
პარტიამ კანდიდატები იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამცხე- ჯავახეთში უკვე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები