,,გვახსოვდეს გმირები” – ძმათა სასაფლაოზე ,,პრაიმტაიმმა” ყაყაჩოების აქცია გამართა (ფოტოკოლაჟი)

7 აგვისტოს, ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, ძმათა სასაფლაოზე „პრაიმტაიმმა“ სპეციალური ღონისძიება გამართა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, შეკრებილ საზოგადოებას სპეციალურად შექმნილი წითელი ყაყაჩოები დაურიგდა, რომელიც გმირთა ხსოვნის საპატივსაცემოდ სასაფლაოს ტერიტორიაზე განთავსდა.
დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველმა ჯარისკაცებმაც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და მეგობრები.
ინფორმაციისთვის, ხსოვნის კვირეულის ფარგლებში ,,პრაიმტაიმი” სპეციალურ გაზეთს გამოსცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები