ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, ძმათა სასაფლაოზე „პრაიმტაიმი“ ღონისძიებას გამართავს

ხვალ, ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, ძმათა სასაფლაოზე „პრაიმტაიმი“ სპეციალურ ღონისძიებას გამართავს.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ძმათა სასაფლაოზე, შეკრებილ საზოგადოებას სპეციალურად შექმნილი წითელი ყაყაჩოები დაურიგდება, რომელიც გმირთა ხსოვნის საპატივსაცემლოდ სასაფლაოს ტერიტორიაზე განთავსდება.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გარდა, წითელი ყაყაჩოებისა ადგილზე წარმოდგენილი იქნება „პრაიმტაიმის“ მიერ შექმნილი სპეციალური წიგნი – “გმირი“, რომელიც აგვისტოსა და ავღანეთის ომში დაღუპულ ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება. ასევე, ხსოვნის კვირეულის ფარგლებში გამოიცემა სპეციალური გაზეთი.
ღონისძიება დაიწყება 7 აგვისტოს, 14:00 საათზე.
ლოკაცია: ძმათა სასაფლაო”, – ნათქვამია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები