გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის წევრებთან და მუფთებთან ერთად შუამთობის დღესასწაულს ესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის წევრებთან და მუფთებთან ერთად აჭარის მაღალმიანეთში შუამთობის დღესასწაულს ესწრება.
პრემიერ-მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტზე ვერტმფრენით ჩაფრინდა.
ტრადიციული ზეიმის სადღესასწაულოდ მორთულ სცენაზე სტუმრები აჭარის უხუცესთა ანსამბლის “ბერმუხას” აჭარულ ნომერს უყურებენ, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი მაღალ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
შუამთობა ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. შუამთობაზე ბარად მცხოვრები მოსახლეობა ტრადიციულად იალაღებზე მყოფ მემთეურებს მოინახულებს. იმართება დოღი, ჭიდაობა, კულტურული ღონისძიებები, შუამთობის სტუმრებს აჭარული ტრადიციული სამზარეულოს და რძის ნაწარმის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ.
ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი და აჭარული, წნილი და ყველი შუამთობის გამორჩეული კერძებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები