10 აგვისტომდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში 10 აგვისტომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში კი – წვიმა ელჭექით, სეტყვასთან ერთად.
ელჭექის დროს მოსალოდნელია ჰაერის შკალური გაძლიერებაც. სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლზე 27-29 გრადუსამდე შემცირდება, სამეგრელო-ზემო სავანეთისა და იმერეთის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 30-32 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34-36 გრადუსია. გარემოს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ამინდის გაუარესება მოსალოდნელია საღამოსა და ღამის საათებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები