რუსმა მესაზღვრეებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში იმალებოდა

რუსმა მესაზღვრეებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 10 წლის განმავლობაში იმალებოდა. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური იუწყება.
მამაკაცი მკვლელობისთვის იძებნებოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, პირმა, რომელიც ნასვამი იყო, მდინარე ფსოუ გადაკვეთა. როდესაც ის რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მაშინვე დააკავეს. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები