მთავრობა მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს ზუგდიდში სახლს შეუძენს

მთავრობა მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს საცხოვრებელ სახლს უყიდის. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხელისუფლების შეთავაზება იყო, რომ ხუთშვილიან ოჯახს, რომელიც ქირით ცხოვრობს, სახელმწიფო მისცემდა ბინას ზუგდიდის ცენტრში მშენებარე კორპუსში, თუმცა ოთხოზორიას ოჯახმა განაცხადა, რომ ზუგდიდში კერძო სახლის შეძენა ურჩევნია.
“ჩვენ გვქონდა შეხვედრა გიგა ოთხოზორიას ოჯახთან. შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი. მათ აირჩიეს, რომ კერძო სახლს აიღებდნენ, ჩავსვით პროგრამაში. საკითხი მთავრობაზე გავიტანეთ, რადგან თანხა, რაც სახლის შეძენას სჭირდება, დადგენილ ფარგლებს სცდება. საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ოთხოზორიების ოჯახს ექნება მათ მიერვე არჩეული სახლი, ზუგდიდის ცენტრში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები