ზესტაფონში ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრის ფართობი

ზესტაფონში ძლიერი ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით ათასი კვადრატურლი მეტრის ფართობი. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მას ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად ქუთაისიდან და თერჯოლიდან გამოძახებული ბრიგადებიც აქრობდნენ. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩართული იყო ფეროშენადნობთა ქარხნის რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟიც.
ამ დროისთვის უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი. დგინდება ზარალის ზუსტი ოდენობაც. ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ დასახმარებლად ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართონ. დაზარალებულები კი ადგილზე სახანძრო ბრიგადების დაგვიანებით მისვლაზე საუბრობენ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლაფაძის თქმით, სავარაუდოდ ზარალი დიდი იქნება, მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დახმარებას ვერ შეძლებს და მთავრობისთვის მიმართვა მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები