ზესტაფონში ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიები იწვის

ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ბაზრობა იწვის, სადაც ტანსაცმლის მაღაზიებია განთავსებული. ხანძარი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
ცეცხლს იმერეთის რაიონის 10 სახანძრო ბრიგადა ებრძვის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები