“დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხიდაშელ-უსუფაშვილის განცხადებებს ემოციურ ფონზე გაჟერებული უწოდა.
კვირიკაშვილმა “რესპუბლიკელების” კომენტარი მედიასთან დღეს შეაფასა.
„გამიჭირდება ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა, რადგან, სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
თინა ხიდაშელმა და დავით უსუფაშვილმა ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას პრემიერის შეცდომა უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები