ლევან იზორია პრემიერთან ერთად თავდაცვის სამინისტროში მივიდა

თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად უწყებაში მივიდა.
მედიასთან კომენტარი გააკეთა გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ახალი მინისტრი შეხვედრას გენშტაბის წარმომადგენლებთან გამართავს.
„ალბათ, თავად ექნება კითხვები, თუ რა აინტერესებს, დაალაგებს რას უნდა გაეცნოს პირველ რიგში, მეორე რიგში და მესამე რიგში… ჩვენ ყველა ინფორმაცია მზად გვაქვს და ყველაფერს გავაცნობთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები