„ჩვენი მიზანია 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება“

   „მემარცხენე ალიანსის” ლიდერის სოსო შატბერაშვილის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძის პარტიის ირგვლივ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიათა კოალიციაში 4 პოლიტიკური სუბიექტია გაწევრიანებული: „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოსთვის”, „მემარცხენე ალიანსი”, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და „ქართული დასი”. მისივე განცხადებით, კოალიციაში შემავალი პარტიები გრძელვადიან თანამშრომლობას აპირებენ. რაც შეეხებათ მერობის კანდიდატებს, მისი თქმით, მათი ვინაობა კოალიციის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.
„არასაპარლამენტო ოპოზიცია უნდა გაძლიერდეს. მოვუწოდებ სხვა არასაპარლამენტო პარტიებს, რომლებიც კოალიციაში არ არიან გაწევრიანებული, შემოგვიერთდნენ და შევქმნათ ერთი მძლავრი არასაპარლამენტო კოალიცია, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, დაამარცხოს როგორც სახელისუფლებო კანდიდატი, ისე სხვა კანდიდატები, ჩვენი კოალიციის ძირითადი მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ”, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები