„პირველადი მონაცემებით, დაკითხვაზე ძალადობის კვალი არ გამოიკვეთა“

  საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, გარდაცვლილ თათუხაშვილს დაკითხვაზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხს უნდა დაველოდოთ, რომ ცნობილი გახდეს, რის შედეგად გარდაიცვალა თათუხაშვილი.
„პირველადი მონაცემებით, დაკითხვაზე ძალადობის ნიშნები არ იკვეთება, რადგან ჩვენ დავინახეთ, რომ ის ადამიანი თავისუფლად მოძრაობდა და გადაადგილდებოდა. შეკითხვა იმის თაობაზე, თუ სად მიიღო ეს დაზიანებები, უპასუხოდ რჩება და ამიტომაც მოვუწოდე “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ ორი – სამი კვირა მოეთმინათ და დავლოდებოდით გამოძიების დასრულებას. ექსპერტმა უნდა მოგვცეს დასკვნა, რის შედეგად გარდაიცვალა ის, გამოძიებამ კი – სად მიიღო ეს დაზიანებები“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები