მდინარე ტეხურში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდინარე ტეხურში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი შემაღლებული ადგილიდან წყალში გადახტა, რა დროსაც გაუჩინარდა. ადგილობრივთა ვარაუდით, მან თავი ქვას დაარტყა და გონება დაკარგა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები არიან მობილიზებული და სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები