საქართველოში არამდგრადი ამინდი 3 აგვისტომდე შენარჩუნდება

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არამდგრადი ამინდი 3 აგვისტომდე შენარჩუნდება.
როგორც „კვირას“გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელ-ჭექია მოსალოდნელი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში. დაბლობში 27-32 გრადუსი, მთაში 25-30, ხოლო მაღალ მთაში 22-27 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა და ელ-ჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი ქარი 8-13 მ/ წმ-ში. 29-34 გრადუსამდე გათბება ტემპერატურა დაბლობში, მთაში 26-31, ხოლო მაღალ მთაში 22-27 გრადუსამდე.
დედაქალაქში მოსალოდნელია წვიმა ელ-ჭექით, დაუბერავს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 32 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, 4 აგვისტოდან საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 35 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთით 32-34 გრადუსამდე. უნალექო ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები