აჭარაში სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის თემაზე მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ტრეფიკინგის საფრთხეებსა და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელშეწყობით ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე დაიბეჭდა.

2013 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 30 ივლისი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. საქართველო სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად ამ დღეს სიმბოლური ღონისძიებებით აღნიშნავს, რაც ხაზს უსვამს ტრეფიკინგის პრობლემის მნიშვნელობასა და სახელმწიფოსთვის ამ საკითხის პრიორიტეტულობას. თავის მხრივ, შს სამინისტრო აღნიშნულ დანაშაულთან წარმატებულ ბრძოლას პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით აქტიურად განაგრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები