კახეთში, სატვირთო მიკროავტობუსი, რომელსაც საზამთროს მოსავალი გადაჰქონდა ხევში გადავარდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ხიდის ჩანგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანი ლაგოდეხის რაიონის საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათივე განმარტებით, ამ დროისათვის ერთ-ერთმა პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა, ხოლო ორი მათგანი საავადმყოფოში რჩება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს, იმ დროს მოხდა, როცა მებაღეები სატვირთო მიკროავტობუსით მოკრეფილი საზამთროს მოსავლის გატანას ცდილობდნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ამორტიზირებულმა ხიდმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ტრანსპორტი 5-6 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე მოკვლევა შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები