რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები გამართეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში საბრძოლო სროლები გამართეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. წვრთნები „ძარწემის“ პოლიგონზე ჩატარდა. საბრძოლო სროლები „ტ-72“-ის ტანკებიდან, „ბმპ-2“-დან, თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან „გვოზდიკა“ და „აკაციიდან“ გაიმართა. ასევე სამხედროებმა გამოიყენეს ნაღმმტყორცნი „სანი“ და ავტომატური ყუმბარმტყორცნები. წვრთნებში ათასამდე რუსი სამხედრო მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები