ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი დაიღუპა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი, სანქტ-პეტერბურგელი მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო იუწყება. „სანქტ-პეტერბურგელი სერგეი შიმონინი აფხაზეთის მთებში დაიღუპა. ის გულრიფშის რაიონის სოფელ ჩხალთაში იმყოფებოდა. მან მდინარეზე გადასვლა სცადა, მაგრამ ფეხი დაუცდა და ქვას თავი მიარტყა.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, უბედური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, ვინაიდან დაღუპულთან ერთად მყოფი პირების სოხუმში ჩასვლას რამდენიმე დღე დასჭირდა და მაშველების გამოძახება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა. ამჟამად დაღუპულის ცხედარი სოხუმშია გადასვენებული.