დეპუტატებმა მუნიციპალიტეტების გაყოფის პროექტს მხარი დაუჭირეს

   მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტების გაყოფასა და თვითმმართველობის თემების შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე განიხილეს. პროექტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით შვიდ ქალაქს: გორს, თელავს, ზუგდიდს, ოზურგეთს, ახალციხეს, ამბროლაურსა და მცხეთას მიენიჭება. კომიტეტზე, მთავრობის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის თქმით, “თვითმმართველობის კოდექსიდან” გამომდინარე, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას მთავრობისათვის ახალი თვითმმართველი თემების შექმნის შესახებ წინადადებების სამი თვის ვადაში წარდგენა დაევალა. ,,კომისიის წინადადების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიებზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემი შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრით თვითმმართველ ქალაქებში. მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად, იქმნება თვითმმართველი ქალაქი გორი, ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემი-გორის მუნიციპალიტეტი. გორის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები ქალაქ გორის არსებულ საზღვრებს დაემთხვევა, ხოლო თვითმმართველი თემის საზღვრები გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებს ქალაქ გორის საზღვრების გამოკლებით. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრად ქალაქი გორი განისაზღვრება”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები