„ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალი“ 6 კანონპროექტისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალი“ მნიშვნელოვანი კანონპროექტების მხარდასაჭერად  ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს ის კანონპროექტებია, რომლებიც  საქართველოს რიგითი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ.
ორგანიზაციამ  6 კანონპროექტი მოამზადა, რომლებმაც   ქართული საზოგადოებისთვის არაერთი აქტუალური და სერიოზული პრობლემა უნდა გადაწყვიტონ:

  1. კანონპროექტი პარლამენტიდან იმ დეპუტატების გამოწვევაზე, რომლებიც არჩევნების დროს გაცებულ დაპირებებს არ ასრულებენ.
  2. კანონპროექტი ონლაინ სამორინეების აკრძალვის შესახებ.
  3. კანონპროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ კრედიტების გაცემის აკრძალვის შესახებ.
  4. კანონპროექტი კრედიტების გადაუხდელობის გამო ერთადერთი საცხოვრებლიდან მოქალაქეების გამოსახლების აკრძალვის შესახებ.
  5. კანონპროექტი შავი ზღვის აკვატორიისა და აჭარელი მეთევზეების უფლებების დაცვის შესახებ.
  6. კანონპროექტი გლეხებისათვის სასოფლო–სამეურნეო მიწების უფასოდ გადაცემის შესახებ.

იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა  თითოეული ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მოახდინოს,    30 000 ხელმოწერის შეგროვებაა აუცილებელი.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალი“ მოუწოდებს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც   ქვეყნის ბედი აღელვებს, მხარი დაუჭიროს ამ კანონპროექტებს.
ხელმოწერების შეგროვების საკითხებთან დაკავშირებით უფლებადამცველი ორგანიზაცია  გთხოვთ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ტელ: (032) 239-22-11 ან (551) 39-22-11. ელექტრონული მისამართი: listgeorgianfuture@gmail.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები