„საქართველო და ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მუშაობენ“

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნატოს ღია კარის კონფერენციაში მონაწილეობს. ვილნიუსში მიმდინარე კონფერენციაზე ფანჯიკიძე ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ერთად „მრგვალ მაგიდაში“ მიიღებს მონაწილეობას და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. როგორც კონფერენციის დაწყებამდე ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოც და ნატოც ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აქტიურად მუშაობს.
„ნატოს ღია პოლიტიკა არა მხოლოდ ნატოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, ვინც ნატოსკენ მიილტვის. ეს არის პერსპექტივა და შანსი იმისა, რომ კრიტერიუმების შესრულების შემდეგ ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ ნატოს წევრი. ეს ასეც არის გაცხადებული ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებში და, შესაბამისად, ორივე მხარე მუშაობს ამ გადაწყვეტილებების აღსასრულებლად“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები