ისრაელის ძალებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე „ჰამასის“ „ბოევიკი“ მოკლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მოძრაობა „ჰამასის“ „ბოევიკი“ მოკლეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ინციდენტი ქალაქ ჰებრონთან მოხდა, სადაც ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ „ბოევიკებს“ შორის ორმხრივი სროლა მოხდა. როგორც ისრაელის ძალების განცხადებაშია აღნიშნული, მოკლული „ბოევიკი“ 1-ელ ივლისს მომხდარ თავდასხმასთან არის დაკავშირებული, რომლის დროსაც რაბი მიშელ მარკი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია კიდევ სამი „ბოევიკი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები