ალექსანდრ ვერშბოუ: საქართველო შთამბეჭდავ პროგრესს აღწევს

    ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრები ლიტვაში ნატოს საავიაციო ბაზაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც ისინი ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ საკითხებზე მიძღვნილ კონფერენციას შეუერთდებიან . მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ „მრგვალ მაგიდაში“, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი ნატოს გაფართოების პერსპექტივები და ნატოს სტაბილურობისთვის მის საზღვრებთან განსახორციელებელი საკითხები. კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გამოვა. როგორც კონფერენციაში მონაწილეებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ნატოს გაფართოება სტაბილურობის შესანარჩუნებლად უარღესად მნიშვნელოვანია. დღესვე ჟურნალისტებთან საუბრისას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოში წარმატებით გატარებულ რეფორმებსა და ალიანსის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„მე მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებსაც გვჯერა, რომ ნატოს გაფართოებამ დიდი წვლილი შეიტანა ევროპის გაფართოებასა და უსაფრთხოებაში. ეს საქმე ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ მუშაობას თავისუფალი და მშვიდობიანი მსოფლიოს ასაშენებლად. ნატომ 2008 წელს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა საქართველოს, რომ ის გახდება ალიანსის წევრი. ყველა აღიარებს, რომ საქართველო შთმბეჭდავ პროგრესს აღწევს რეფორმების, საერთაშორისო მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ასე ,რომ საქართველო უელსის სამიტზეც მკაფიო სიგნალს მიიღებს, რომ ნატოში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად ჭეშმარიტ გზაზე დგას“,- განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები