თამაზ მეჭიაური: „ქართული ოცნების“ ახალი სახეებიდან რამდენიმე ჩემთვის საპატივცემულო პიროვნებაა

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების დიდ ნაწილს ბიზნესი რუსეთში აქვს და ნატოს წევრ ქვეყნებში ნამყოფიც არ არის, – ამის შესახებ პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ახალი სახეებისა და დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზოგიერთი მისთვის საპატივცემულო პიროვნებაა, მაგრამ მათ გაუჭირდებათ, ამომრჩეველს დაუმტკიცონ ნატოსადმი მათი ერთგულება.
„მე ვიცი, მათგან ბევრს რუსეთში ბიზნესი აქვს და მშვენიერი ურთიერთობებიც აქვთ რუსეთში, ზოგი კიდევ ნატოს წევრ ქვეყნებში ნამყოფიც არ არის. რამდენად გულწრფელები არიან და იზიარებენ თუ არა იმ იდეებს, რომლებიც რებრენდირებულ „ქართულ ოცნებას გააჩნია, მათი პრობლემაა. რებრენდირებული „ქართული ოცნებისა“ და გარდაქმნილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ახალი სახეებით რაღაც სიმბიოზი შეიქმნა. ამას დაემატა პოსტსაბჭოური სახეები, მაგალითად, ჩემნაირი ტიპაჟები. როგორ შეაჯვარებენ ყველაფერს ერთმანეთში, მათი პრობლემაა, მაგრამ მე რომ მივალ და ხალხის თანდასწრებით ჩემთვის საპატივცემულო კანდიდატებს შეკითხვას დავუსვამ, იზიარებენ თუ არა, რომ ნატოში შესვლა საქართველოსთვის სიკეთის მომტანია, ვიცი, რომ ვერ დაასაბუთებენ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები