კახა კალაძე : თუ მთელი საქართველო ერთნაირად იაზროვნებს, ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელი იქნება

„ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლებები იქნება თანაბრად დაცული.- ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ფოთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.
„ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლებები იქნება თანაბრად დაცული. რა თქმა უნდა, ქვეყანაში უნდა იყოს განსხვავებული აზრი, უნდა იყოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო ერთნაირად იაზროვნებს, მერწმუნეთ, რომ წარმოუდგენელი იქნება ქვეყნის განვითარება, წინსვლა“,-განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.
გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები