მანანა კობახიძე: არ მგონია, რომ სასამართლოს თავმჯდომარე უნდა ჭორაობდეს
როგორც კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, თუ პაპუაშვილი რაიმე მასალებს ფლობს, მთავარ პროკურატურას უნდა მიაწოდოს.
“თუ ადამიანი, მით უმეტეს, მოსამართლე არ ფლობს უტყუარ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, მაშინ ის ჭორაობს და მე არ მგონია, რომ სასამართლოს თავმჯდომარე უნდა ჭორაობდეს. თუ ის ფლობს ასეთ ინფორმაციას, პირველ რიგში, მასალები უნდა მიეწოდებინა პროკურატურისთვის. იძულებით მას პროკურატურაში ვერავინ მიიყვანს. თუ მას ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, ის მთავარი პროკურორისთვის უნდა მიეწოდებინა. სამი დღის განმავლობაში არ უნდა შეინახოს ინფორმაცია და საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინოს. თუ რამე აქვს ხელთ, კეთილი ინებოს და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.