მედიაში იმ პირის ფოტო გამოქვეყნდა, რომელმაც მიუნხენის სავაჭრო ცენტრში თავდასხმა მოაწყო

მიუნხენში გამვლელებს ცეცხლი გერმანიის მოქალაქემ, წარმოშობით ირანელმა 18 წლის ალი სონბოლიმ გაუხსნა. მედიაში მისი ფოტო გამოქვეყნდა. ამის შესახებ გამოცემა „ბილდი“ იუწყება.
პროკურატურის წარმომადგენელმა ტომას შტაინკრაუს-კოხმა განაცხადა, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. პოლიციას არანაირი ინფორმაცია არა აქვს ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ამ პირის კავშირის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის სავაჭრო ცენტრთან პარასკევს მომხდარი თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები