პაატა გიორგაძე: ბუნებრივი რესურსები არის ეკონომიკური განვითარების მთავარი საფუძველი

საინჟინრო აკადემიის ნამდვილმა წევრმა, მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა პაატა გიორგაძემ „რეპორტიორთან” პროექტ „ქვეყნის აღმშენებლობის ახალ ეკონომიურ კონსტიტუციასთან” დაკავშირებით ისაუბრა. გიორგაძის განცხადებით, საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის არტეზიული წყლების სახით ყველაზე მთავარი რესურსი გააჩნია.
„პროექტი ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის ახალი ეკონომიკური კონსტიტუცია ემყარება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას და მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევის უმოკლეს გზებს. კონცეფცია-პროგრამა შემუშავებულია ქვეყნის სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.
ქვეყანა წლებია იმყოფება მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში. 2003 წელს დავიწყე ფიქრი, რა უნდა დადებოდა საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას საფუძვლად და გამეცა პასუხი კითხვაზე, რომელსაც 1990 წლიდან მოსახლეობა ყველა ხელისუფლებას უსვამს – რა უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენი ქვეყნის სწრაფ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას?
საქართველოს არეალში არსებული ბუნებრივი რესურსები არის განვითარების მთავარი საფუძველი. ქვეყანას გააჩნია 450-მდე საპროგნოზო საბადოები, როგორც ძვირფასი მეტალების, ასევე სხვადასხვა, მაგრამ ყველა მათგანი ამოწურვადია. ქვეყანას გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რესურსი, რომელიც კვლევებმა დაადასტურა, რომ არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის საფუძველი, საუბარია დაბალმინერალიზებულ მიწისქვეშა სასმელ წყალზე, არტეზიულ წყლებზე”,- განაცხადა გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები