ბრიუსელის ცენტრში სპეცოპერაცია დასრულდა

ბელგიის დედაქალაქში სპეცოპერაცია დასრულდა. მამაკაცს, რომელსაც ბრიუსელში პოლციიამ ალყა შემოარტყა, ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, განგაში ცრუ აღმოჩნდა. მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველებს ალყაში  დაახლობეით სამი საათის განმავლობაში ჰყავდათ მოქცეული, ბრიუსელის უნივერსიტეტის ბირთვული რადიაციის განყოფილების სტუდენტია, რომელიც ბრიუსელის ერთ-ერთ უნივერსიტეტში რადიაციულ გამოსხივებას სწავლობს.
ინციდენტი ბრიუსელის ცენტრში, მოედანზე მოხდა. თვითმხილველებმა პოლიციას საეჭვო მამაკაცის შესახებ შეატყობინეს, რომელსაც გრძელი ქურთუკი ეცვა და ტანსაცმლიდან სადენები უჩანდა. ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ. ახლომდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ქუჩები გადაიკეტა. ამჟამად სტუდენტი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები