თინა ხიდაშელმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მონაწილეობით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რეგიონალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ სტატუსს.
სახელმწიფო დეპარტამენტში განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაცია.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულიად განსხვავებული ციკლი, რომელსაც ამერიკელებთან ვიწყებთ, რაც შეიძლება სწრაფად, დეტალურად გაიწეროს, რათა 2017 წლის დასაწყისიდან მისი განხორციელება შესაძლებელი გახდეს. დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ უფრო ფართო თემებზე ვისაუბრეთ. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებები. სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი, მისი მანდატი გაცილებით უფრო ფართოა. საუბარია ტერორიზმის, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ სტატუსზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ვარშავის სამიტის მონაპოვარით და ქართულ-ამერიკული თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი მემორანდუმით შეიარაღებულები, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დისკუსიების შემდეგ მოვახერხებთ, შემოდგომაზე უკვე გეგმები საბოლოოდ გაიწეროს და 1 იანვრიდან ახალი პროექტების განხორციელება დავიწყოთ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები