სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი კენჭს მთაწმინდის რაიონში იყრის. ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრესკონფერენეციაზე განაცხადა.
„ვაპირებ, როგორც დამოუკიდებელმა და თავისუფალმა კანდიდატმა, კენჭი ვიყარო მთაწმინდის რაიონის N1 ოლქში. იმედი მაქვს, ჩემი საქმე წაადგება საქართველოს პარლამენტს. მთაწმინდის რაიონში იმიტომ გადავწყვიტე, რომ მთაწმინდას აქვს სიმბოლური დატვირთვა, იმიტომ, რომ მე ამ რაიონში ბოლო 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. აქ, ამ რაიონში ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები და წინაპრები და ეს არის  საქართველოს დედაქალაქის სიმბოლო, თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები