გულიკო ზუმბაძე: შპს „ხუროსა“ და ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საეჭვოა

თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე წინუბნის ტერიტორიაზე ბაგა-ბაღის მშენებლობის შეფერხების მიზეზებს განმარტავს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკვე ერთი კვირაა, ტენდერში გამარჯვებული შპს კომპანია „ხუროს“ მიერ დაქირავებული მუშები სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ და „ხუროსგან“ 4-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.
„წინუბნის საბავშვო ბაღის აღდგენითი რეკონსტრუქციის სამუშაოზე გამოცხადებული იყო ტენდერი. გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანია „ხუროსთან“ თბილისის ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტომ 4 აპრილს გააფორმა ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ „ხურომ“ 6 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს სამუშაოების დასრულება.
გულიკო ზუმბაძემ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც მითითებულია, რომ „ხურო“ შეყვანილია „შავ სიაში“ და მისი ანგარიშები უძრავ ქონებასთან ერთად დაყადაღებულია.
„როგორც გაირკვა, შპს „ ხუროს“ ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ შეუტყვია, რაც ჩემში ეჭვს იწვევს. მათ შეეძლოთ მეტი ინფორმაციის გაგება შპს „ხუროსთან“ დაკავშირებით და არ გაეფორმებინათ ხელშეკრულება. მე ვერ მივიღებ ახსნას, რომ გვიან გაიგეს ამის შესახებ“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
მას იმედი აქვს, რომ თბილისის მერია და კომპანია „ხურო“ შეეცდებიან გამოსავლის მოძებნას, რათა სამუშაო არ შეფერხდეს და ის ნაკისრი ვალდებულების ვადებში შესრულდეს.
წინუბნის დასახლების ბაგა-ბაღი ლილოს ტერიტორიაზე ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, სატენდერო თანხად გამოცხადებული იყო მილიონ 23 ათასი ლარი, კომპანია „ხურომ“ კი 700 ათას ლარად გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები