კილბა – ნატოს წვრთნები შავ ზღვაში აფხაზეთს ემუქრება

„შავ ზღვაში მიმდინარე ნატოს წვრთნები აფხაზეთს ემუქრება“, – ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა. მისი თქმით, ძალთა ბალანსის ნებისმიერი დარღვევა საფრთხის მატარებელია. კილბას განცხადებით, რეგიონის არცერთ ქვეყანას აქამდე საფრთხე არ ემუქრებოდა, ამიტომ წვრთნების ჩატარება მისთვის გაუგებარია. ნატოს წვრთნები Sea Breeze-2016 უკრაინის ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში, ასევე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. მასში უკრაინის, აშშ-ის, რუმინეთის და თურქეთის 25 ხომალდი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები