ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე აპირებს, დააყენოს გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 8 ივნისს დააკავეს.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება, ასევე საეჭვო ვითარებაში დავით ბაშარულის გარდაცვალება. იგეგმება ისიც, რომ ქართულმა მხარემ სოფელ ქორდიდან ერთი თვის წინ გაუჩინარებული 26 წლის ნიკოლოზ საღირაშვილის მოძიების შესაძლებლობის საკითხიც დააყენოს. ცნობილია, რომ გიორგი გიუნაშვილს საოკუპაციო რეჟიმი ტერორისტულ საქმიანობასა და შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები