გერმანიაში ნაჯახით შეიარაღებული ლტოლვილი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა

გერმანიის ქალაქ ვიცბურგთან ახლოს, ჩაქუჩით და დანით შეიარაღებული პირი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაიჭრა, ერთი – მსუბუქად,14 ადამიანი კი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევა ადგილობრივი დროით 21:15 საათზე მოხდა. როდესაც მატარებელი გაჩერდა, თავდამსხმელი გაქცევას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახერხეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 17 წლის ავღანელი ლტოლვილია, რომელიც გერმანიაში, ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ის გერმანიაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები