ავღანეთში ცხრა თალიბი გაანადგურეს

ავღანეთის უშიშროების ძალებმა მოძრაობა „თალიბანის“ 9 წევრი გაანადგურეს. შეტაკება სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბაგდისის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ბოევიკები“ პოლიციის ბლოკსაგუშაგოს თავს დაესხნენ. ორმხრივი სროლა 10 საათს მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის რამდენიმე პროვინციას აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები