თურქმა სამხედრომ ანკარის სასამართლოს შენობასთან სროლა ატეხა

თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ ანკარის სასამართლოს შენობასთან სროლა ატეხა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სამხედრო დააკავეს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
სასამართლოში ამბოხებაში მონაწილე სამხედროების პროცესი უნდა დაწყებულიყო. სასამართლოს წინაშე 15 ივლისის ამბოხებაში მონაწილე 100-ზე მეტი ოფიცერი წარდგება. ბოლო მონაცემებით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 290 ადამიანი დაიღუპა და 2 ათასამდე დაიჭრა. ამბოხებაში მონაწილეობისთვის 6 ათასი ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები