ერევანში პოლიციის შენობიდან კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლეს

ერევანში პოლიციის შენობიდან კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების სამსახური იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, გათავისუფლებული მძევლები პოლიციის თანამშრომელი და სასწრაფო დახმარების მძღოლია.
მანამდე შენობიდან კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლეს. ერთ-ერთ მათგანს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.
შენობაში მყოფი შეიარაღებული პირები იარაღის ჩაბარებაზე და დანებებაზე უარს აცხადებენ. მძევლებს შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, გენერალი ვარდან ეგიაზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვალერი ოსიპიანია.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირები კვირას ერევნის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. ისინი ოპოზიციური სამოქალაქო მოძრაობის, „დამფუძნებელი პარლამენტის“ ხელმძღვანელის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც მანამდე იარაღის შენახვისთვის დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში შეჭრის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები