თურქეთში 8 ათასი პოლიციელი ამბოხებასთან კავშირის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

8 ათასამდე პოლიციელი თურქეთში სამხედრო ამბოხებასთან კავშირის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის 149 თანამშრომელია დაკავებული. მთლიანად კი ქვეყანაში ამბოხებასთან კავშირის გამო 6 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისის საღამოს მოხდა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 290 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები