დონალდ ტრამპი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის ჩატარების მომხრეა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას და ამისთვის ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას მოითხოვს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ასევე ტრამპი ოპერაციაში ნატოს სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების ჩართვის ინიციატივით გამოდის. გარდა ამისა, ტრამპმა „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა ჰილარი კლინტონს დააკისრა. მან აღნიშნა, რომ ეს იყო სახელმწიფო მდივნის პოსტზე კლინტონის „სულელური პოლიტიკის“ შედეგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები